27 ნოემბერი 2024,   00:12
ვრცლად
სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტს სპეციალური ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირადად შეამოწმა ახალი, საერთაშორისო "EN"-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა.

ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - როინ ვარშანიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი დაესწრნენ.

ხანძრებზე რეაგირებისთვის გათვლილი 1000 ერთეული ფორმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს გადაეცემათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მომავალშიც გააგრძელებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები