რეგულირების სააგენტომ 2022 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად, სამინისტრო არაერთ რეფორმას ახორციელებს, რომლის აღსრულების კონტროლსაც რეგულირების სააგენტო ახდენს. მისი თქმით, წელს გაძლიერდა კლინიკებში შიდა ინფექციის კონტროლის მექანიზმები. ძალაში შევიდა რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები. ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიხსნა თურქეთის ბაზარი. ამოქმედდა სავალდებულო ელექტრონული რეცეპტების სისტემა, გადაიდგა სხვა ნაბიჯებიც.