მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით დღეს მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. პროცესზე ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის შემდეგ ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი უნდა გამოიკითხოს.
ადვოკატების პროგნოზით, განაჩენის გამოსატანად რამდენიმე სხდომა იქნება საჭირო და იმედოვნებენ, რომ პროცესები დაჩქარდება.
ჩაერთვება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას, ჯერჯერობით უცნობია. პროცესი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ფონზე ჩაივლის.
"გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც დაიკითხებიან ექსპერტები. შევეცდებით, რომ მინიმუმ 2-3 ექსპერტი მაინც დაიკითხოს და ასევე, დავაყენებთ შუამდგომლობას, პროცესის ინტენსიურად ჩანიშვნასა და გამართვაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსამართლე განსაზღვრავს გრაფიკს და ეს გრაფიკები იქნება ყოველდღიური," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.