საქსტატმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის ახალი ინტერაქტიური პორტალის პრეზენტაცია გამართა. პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ.
პორტალი ადაპტირებულია უსინათლო და მცირე მხედველ პირებზე. პორტალი გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა.