ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სააკაშვილს სურს, სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს უკრაინულად მიმართოს. მან საუბარი სწორედ უკრაინულ ენაზე დაიწყო და მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მოუწოდა, ქართულად ესაუბრა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა.
ექსპრეზიდენტის მიმართვას სხდომაზე თარჯიმანი თარგმნის.