11 თვეში ტურიზმიდან საქართველომ 3 მილიარდ 2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული ნიშნული - 3 მილიარდ 159 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელს 103 პროცენტით აღდგენაა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.