27 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესებით

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესებით, - ამის შესახებ სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თუ ჩავთვლით უკრაინის მოქალაქის კრიტიკულ მდგომარეობას, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე შემდგომი მკურნალობის, გადაყვანის მიზნით, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში," - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრი ლუბინეცს ჰქონდეს წვდომა სააკაშვილთან.

დღის ამბები