გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა 28 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის დასახლებების მიმართულებით. დაზიანებულია სამაშველო სამსახურის შენობა და სახანძრო მანქანები.
მძიმე დაბომბვებია დნეპროპეტროვსკის ოლქში. ქალაქ ნიკოპოლზე მიტანილი ავიაიერიშების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რეგიონში 16 000-ზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
რუსული ძალები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს, ცეცხლი გაუჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მათ შორის ადგილობრივი სკოლის შენობას. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.