პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 9 პირი. ამოღებულია პისტოლეტები, მჭიდები, ვაზნები, გადაჭრილი სანადირო თოფი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღი, თავიდან მოშორების მიზნით, ავტომობილის ფანჯრიდან გადააგდო. სამართალდამცველებმა იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.