27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს - უკრაინის შსს

ხერსონიდან უკან დახევისას, რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია და რუსებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს.

"ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული. ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მაშველებმა უკვე გაანეიტრალეს 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა", - აღნიშნა სმირნოვმა.

დღის ამბები