თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. გადაადგილება უკვე სრულად აღდგა.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმადგენლები, რომლებიც კლდის სიახლოვეს წაქცეული მცენარეების ნარჩენებისგან ტერიტორიას გაწმინდეს.