საგარეო ვაჭრობა საქართველოში თითქმის 34 %-ითაა გაზრდილი - სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 226 მილიონი დოლარი შეადგინა.
აქედან ექსპორტი არის 4 მილიარდ 546 მილიონი დოლარი, რაც 34 პროცენტიანი ზრდაა, იმპორტი კი 10 მილიარდ 680 მლნ დოლარი, რაც 33-პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.