სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი იუნესკოს გენერალურ დირექტორს შეხვდა, მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობასა და საქართველოს ბიო მრავალფეროვნების საკითხებზე ისაუბრეს.
სალომე ზურაბიშვილი და ოდრი აზულე შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს იუნესკოსთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.