27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
თავდაცვის ძალების მეთაურმა ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს უმასპინძლა

თავდაცვის ძალების მეთაურმა ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს უმასპინძლა. მხარეებმა ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა ეროვნული გვარდიის როლი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტის - ტერიტორიული რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და "თავდაცვის მოხალისეთა" ძალების, ასევე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საქმეში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ლატვიის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

დღის ამბები