მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ საბადრაგო სამსახურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტი მის გარეშე სხდომის ჩატარებას არ ეთანხმება.
მომდევნო პროცესი 2 ნოემბერს ჩაინიშნა. დარჩენილია მხოლოდ სააკაშვილის დაკითხვის ეტაპი.
დააყენებს თუ არა პროკურატურა კლინიკა "ვივამედში" სასამართლოს გამართვის შუამდგომლობას, უცნობია, შესაძლოა ბრალდების მხარემ განხილვის გაგრძელება სააკაშვილის გარეშე მოითხოვოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა საზღვრის უკანონოდ კვეთის ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო.