27 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
"ბედნიერი ვარ, რომ თქვენს ლამაზ საქართველოში ჩამოვედი, ქარიც გვესალმება, ქარი მაგონებს ბაქოს და სახლში ვგრძნობ თავს" - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოში დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობის მეტად განვითარებაში.

ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. მე თავს სახლში ვგრძნობ.ჩვენ ხშირად გვაქვს შეზვედრები ერთმანეთტან. ბატონი ირაკლი ორჯერ იყო ჩამოსული აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენ მეგობრობას. ჩვენ გავქვს სტრატეგიული ურთიერთიბა. უამრავ სფეროში ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო, ისე ორმხრივ ფორმატში. რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ჩვენ ბოლო ცხრა თვეში ყველა შედეგი გავაუმჯობესეთ. აზერბაიჯანი საქართველოში სამი მილიარდის ინვესტირებას ახდენს, რაც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია. ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ბუნებრივი აირის ექსპორტს. მიმდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზეტბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს გაეზრდება გამტარიანობა. ასევე გვინდა დავტვირთით სუფსაც. აზერბაიჯანული ექსპორტის მნიშნელოვანი გამტარი იქნება საქართველო. მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ყველა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდება,"- აცხადებს ალიევი. 

დღის ამბები