თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესს ყველა ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა მათგან სიტყვის უფლებით მხოლოდ ორმა ისარგებლა. ერთ-ერთი ლაშა ფურცხვანიძე იყო, რომელმაც განმარტა, რომ მორალურ პასუხიმგებლობას ვერსად გაექცევა. დევი კახოიძემ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მოწმეებზე გავლენის მოხდენას ანდა მიმალვას არ აპირებს.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რასაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა დაკავებულია შადრევნის რეაბილიტაციასთან შემხებლობაში მყოფი 9 პირი. მათ გამოძიება სხვადასხვა დანაშაულს - სამსახურებრივ გულგრილობას, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, ყალბი დოკუმენტის დამზადებას, დამზადებაში წაქეზებას და მის გამოყენებას ედავება.