27 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ანტალიაში პარამკლავჭიდში 43-ე მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს - ირმა ზვერიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ანტალიაში პარამკლავჭიდში 43-ე მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირში მსოფლიოს 54 ქვეყნა მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები, რომელსაც ამ დროისთვის 30-ზე მეტი მედალი აქვს.

სადებიუტო ტურნირი წარმატებული გამოდგა ირმა ზვერიაშვილისთვის, სპორტსმენმა რომელმაც დაახლოებით ორი თვეა აქტიური ვარჯიში დაიწყო, მკლავჭიდში მსოფლიო პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო.

მემარცხენეთა შეჯიბრში ირმა ზვერიაშვილი მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა და საბოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მსოფლიო პირველობაზე დღეს საუკეთესოები მემარჯვენეთა შორის გამოვლინდებიან.

დღის ამბები