27 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
კიდევ ერთი გატაცება საოკუპაციო ხაზთან - ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს

კიდევ ერთი გატაცება საოკუპაციო ხაზთან სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.

თამაზ გლურჯიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. ის ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, გლურჯიძე ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.

"ორი ძმაა, დედა ჰყავთ 90 წლის. ეტყობა, იქ საზღვართან იყო ახლოსო და დაიჭირესო, ეს მითხრეს..." - ამბობს ბერშუეთის მცხოვრები ამირან ხოდელი.

სუსის ინფორმაციით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

დღის ამბები