27 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველები არიან რუსული აგრესიის წინაშე, საქართველო ერთ-ერთი მათგანია - სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა, რომ აუცილებელია პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერება იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიის მიმართ დაუცველები არიან და იენს სტოლტენბერგმა ამ კონტექსტში საქართველოც დაასახელა. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზეც.

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველებინ არიან რუსული აგრესიის წინაშე. საქართველო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია. რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს. საუბარია შესაძლებლობების განვითარებაზე, ტრენინგებსა და სხვადასხვა სახის მხარდაჭერაზე.

ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს, როგორც მჭიდრო პარტნიორს. მოკავშირეები თანხმდებიან, გაკეთდეს მეტი, განსაკუთრებით უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე. ეს ხაზს უსვამს პროაქტიული მუშაობის მნიშვნელობას ისეთ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა. ასევე, საუბარია იმის უზრუნველყოფაზე, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საჭირო რეფორმები და უპასუხოს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ პირდაპირ გამოვთქვით, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დემოკრატიულ კონტროლზე. რაც უფრო მეტად გადაჭრის საქართველო ამ პრობლემებს, ვფიქრობ, მით უფრო მარტივი იქნება ნატოს მოკავშირეებისგან საჭირო მხარდაჭერის მობილიზება,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები