27 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ქვათაცვენა ვარძიის მიმდებარედ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. 

"მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).

თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით.

მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები