27 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანებისთვის განსაზღვრული დანამატი ხუთჯერ გაიზარდა 

მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000- მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები. ყოფილი მეომრები, ვეტერანები 2014 წლიდან ყოველ 17 ოქტომბერს იკრიბებიან, საკუთარ განვლილ გზას, საბრძოლო ისტორიებს და დაკარგულ თანამებრძოლებს იხსენებენ.

ვეტერანების დღის აღნიშვნა იმ მეომრებისთვის პატივის მიგებით დაიწყო, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას და მსოფლიო მშვიდობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ქვეყნის ჯარისკაცებს მათთვის მნიშვნელოვანი თარიღი პრემიერ მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანებისთვის განსაზღვრული 22 ლარიანი დანამატი ხუთჯერ გაიზარდა. მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს. დღეს უკვე განხორციელებულ იმ ინვესტიციაზეც ითქვა, რაც გასული წლის განმავლობაში ვეტერანების სოციალური საჭიროებებისთვის დაიხარჯა.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 

დღის ამბები