27 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
მესტიაში გაეროს მსოფლიო სურსათის დღესა და სოფლად მცხოვრები ქალების დღეს ერთობლივად აღნიშნავენ

მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნა. მოეწყო ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა, სადაც ფერმერებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია, მათ შორის რძის ნაწარმი, ღვინო, თაფლი, ნიშური პროდუქტები. გაიმართა პურისა და ხორბლის ფესტივალიც , სადაც ძველი ქართული ხორბლის ჯიშებიც იყო წარმოდგენილი.

"ამ დღის ორგანიზებაში დახმარება გაგვიწია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს სურსათის ორგანიზაციამ, მათი ერთობლივად დაფინანსებული პროექტები წარმატებული "მეწარმე ქალები" იყვნენ აქ წარმოდგენილები. ამიტომ მათი პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. ამავდროულად ამ დღით კიდევ ერთხელ გავუშვით მესიჯი, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება და ფერმერი ქალების მხარდაჭერა პრიორიტეტია, როგორც სახელმწიფოებრივ ისე ადგილობრივ დონეზე,"-აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
 

დღის ამბები