27 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
სომხეთში ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სომხეთში, ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე 8 ოქტომბერს აღძრა. სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღიძრა საერთაშორისო ტერორიზმში დახმარების, ასევე წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოების საზღვარზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდისა და დოკუმენტების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე.

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ადასტურებს, რომ სექტემბრის ბოლოს არტურ ტერჩანიანის მიერ მართული სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში შევიდა, თუმცა ტვირთის რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად, რისკის შემცველია ფაქტორები არ გამოვლენილა.

სომხეთის შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს ვიდეოს სადაც ჩანს თუ რა პროცედურები გაიარა ქვეყნის ტერიტორიაზე შესულმა სატვირთო მანქანამ.

დღის ამბები