მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებები აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება მცხეთის მერიამ გუშინ მიიღო.
მოსახლეობას საშუალება ექნება სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვას დაესწროს, სხვა ყველა სადღესასწაულო ღონისძიება კი გაუქმებულია.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაული წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.