27 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი კოტ დ"ივუარის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი კოტ დ"ივუარის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე და გამოხატეს თანამშრომლობისთვის მზაობა.

შალვა პაპუაშვილი სიერა ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ჩერნორ აბას ბუნდუს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა სიერა ლეონეს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" საქართველოს რეზოლუციის მტკიცე მხარდაჭერას.

დღის ამბები