27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - "ემეგობრე პოლიციას" გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - "ემეგობრე პოლიციას" გრძელდება. საზოგადოებრივი ღონისძიება ამჯერად შიდა ქართლში მიმდინარეობს.

კამპანიის ფარგლებში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ტარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე დაათვალიერონ უწყების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.

კამპანია შემეცნებითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს მოზარდებში საზოგადოებრივ უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

დღევანდელ ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები