27 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და გამოხატა მზაობა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი.

პრეზიდენტმა ისაუბრა, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველო, ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსარფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც. საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას.

დღის ამბები