27 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
უკრაინა ოფიციალურად უარს ამბობს პუტინთან მოლაპარაკებებზე - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას

უკრაინა ოფიციალურად უარს ამბობს პუტინთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით უკრაინის საპასუხო ქმედებებს ეხება.

30 სექტემბრის No679 განკარგულებაში პირველ პუნქტში ნათქვამია - "მოხდეს კონსტანტირება იმისა, რომ შეუძლებელია მოლაპარაკების წარმოება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან".

ბრძანებაში ასევე დამტკიცებულია, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადზე.

დღის ამბები