27 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
საქართველოს პარლამენტმა ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას უამასპინძლა

საქართველოს პარლამენტმა ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში სეიმის წევრები საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს - ირაკლი ბერაიას და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.

მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციასა და რუსეთ-უკრაინის ომს. მათ შორის იმსჯელეს ევროინტეგრაციის პროცესსა და რეკომენდაციების შესრულებაზეც. შეხვედრებს ოპოზიციის ნაწილიც ესწრებოდა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ 12 პუნქტი ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია,

"12 წინაპირობიდა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის წაყენებული 10 ნატოში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი. ეს არის გზა, რომელიც მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,"- აცხადებს აქუბარდია. 

დღის ამბები