27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, არიან დაშავებულებიც. პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს. დაკავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის 28 ჟურნალისტი.

ირანში საპროტესტო ტალღა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

დღის ამბები