შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ორდღიანი საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიება ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა.
სახალხო ღონისძიებებზე მოზარდებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება აქვთ, გაეცნონ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას. ასევე იმართება საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები მოსწავლეებთან, რომლის მიზანიც მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.