თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ოთხდღიანი კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ასევე, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.