27 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების შეთანხმებას ხელს ხვალ მოაწერს - ცერემონია კრემლის გეორგიევსკის დარბაზში​ შედგება

რუსეთთან ახალი ტერიტორიების მიერთების შეთანხმებას, ხვალ 30 სექტემბერს, მოსკოვის დროით 15 საათზე, კრემლში ხელი მოეწერება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ხვალ, 15:00 საათზე, გეორგიევსკის დარბაზში, რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდება. იქნება პუტინის გამოსვლაც," - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ასევე შეხვედრას გამართავს ახალი ტერიტორიების ხელმძღანელებთან.

უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ამ ეტაპზე რუსეთი აკონტროლებს, საოკუპაციო რეჟიმმა 23-27 სექტემბრის პერიოდში  რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. რუსეთის ხელისუფლებისა და რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა უმრავლესობამ ე.წ. რეფერენდუმებზე მხარი დაუჭირა რუსეთთან მიერთებას.

ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას უკრაინის ტერიტორიების ფორმალურ ანექსიის მცდელობად მიიჩნევს დასავლეთი, არ აღიარებს და გმობს. 

დღის ამბები