27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოში ომბუდსმენი იყოს დამოუკიდებელი.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის ევროკომისის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

"საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს. დიახ, ეს არის 12 რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ქართველი დაინტერესებული მხარეების ხელშია,"-აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები