27 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

ქვეყნის პირველი დიპლომატი უნგრელ კოლეგასაც შეხვდა. ასევე ესაუბრა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრს, რა დროსაც ხელი მოეწერა დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ასევე სან მარინოს, ლიხტენშტეინის და მადაგასკარის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილული იქნა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.

დღის ამბები