27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
რუსეთმა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა აგრესიის დანაშაული, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, აქცია ის სრულმასშტაბიან შეჭრად - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას 5-პუნქტიანი მშვიდობის ფორმულა წარადგინა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფორმულა, პირველ რიგში, მოიცავს დამნაშავეების დასჯას და ომის შედეგად მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას. მასში შედის ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და სიმტკიცე-მშვიდობა.

უკრაინის პირველი პირი თვლის, რომ რუსეთს გაერო-ში ვეტოს უფლება უნდა ჩამოერთვას და შეიქმნას სპეციალური ტრიბუნა ომის დანაშაულებისთვის.

"ჩვენ არ გამოგვიწვევია ეს ომი. მხოლოდ ჩემი პრეზიდენტობის დაწყებიდან მიმდინარე წლის 24 თებერვლამდე, ჩვენ ჩავატარეთ მოლაპარაკებების 88 რაუნდი სხვადასხვა ფორმატში, ამ ომის თავიდან ასაცილებლად. რუსეთმა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა აგრესიის დანაშაული, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, აქცია ის სრულმასშტაბიან შეჭრად და ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ თავი დავიცვათ, რასაც ვაკეთებთ კიდეც.

უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას, მსოფლიოს მშვიდობა სურს, თუმცა ყველამ იცის, ვინ არის ის ერთადერთი, რომელსაც ომი უნდა. ჩვენ არ დავუშვებთ ამ სახელმწიფოს გაბატონებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დიდი სახელმწიფოა. გაერო-ს წესდება მოიცავს ერების თანასწორობას და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკრაინა თანასწორია თანასწორთა შორის. გაერო-ს წესდება მოიცავს საზღვრების ხელშეუხებლობას და ჩვენ დავადგინეთ ჩვენი საზღვრები იმით, რომ ვდევნით ოკუპანტებს ამ საზღვრების მიღმა. რუსები საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციას აცხადებენ. საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო რეფერენდუმს აცხადებენ. რა არის მაშინ სიმართლე? რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება სიმართლეა. რეფერენდუმებიც სიმართლეა.

რუსეთს ომი უნდა. სიმართლეა. მაგრამ რუსეთი ვერ შეაჩერებს ისტორიის მსვლელობას. კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია. რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი. ომი, რომელიც დაიწყო," - ამბობს ზელენსკი.

დღის ამბები