გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაშიც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ აზოვის მებრძოლები თურქეთში იმყოფებიან.
"დღეს 215 კარგი ამბავი გვაქვს. ეს არის გამარჯვება ჩვენი ერისთვის. 215 ოჯახი დღეს გაიხარებს, რადგან შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარი საყვარელი ადამიანები ნახონ.
გათავისუფლებულებიდან 108 "აზოვის" მებრძოლია. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული "აზოვის" პოლკის 5 მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. უკრაინელი სამხედრო მეთაურები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი პროტექტორატის ქვეშ იქნებიან, კომფორტულ გარემოში და პირადი შეხვედრების გამართვის უფლება ექნებათ," - განაცხადა ზელენსკიმ.