27 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

"ვაქცინაცია დაიწყო დღეიდან და გაგრძელდება მომდევნო კვირების განმავლობაში. სულ, ქვეყანაში, დღეისთვის ხელმისაწვდომია 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის მაღალ ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტის საკმარისი რაოდენობით. ვაქცინაციისთვის რეკომენდებულია მაღალი რისკის ჯგუფების მოცვა.

წელსაც პრიორიტეტი ენიჭება იმ ადამიანებს, ვისაც აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადებები,"-აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია. 

დღის ამბები