27 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა

ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა.

ვახტანგ გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება.

ამასთან, მძევლები ბანკის შენობიდან ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მძარცველს, რომელიც "საქართველოს ბანკში" არის შეჭრილი, ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს.

მძევალი ვიდეოში ამბობს, რომ მძარცველს ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს და მას მხოლოდ ხელის გაშვება უნდა, რომ მოქმედება დაიწყოს.

შენობასთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და სახანძრო მანქანები.

ნახეთ, ასევე : "ხელი ეღლება"- "საქართველოს ბანკში" შეჭრილ მძარცველს ყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს  

დღის ამბები