27 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა - მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგი მიმოიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგი და პრიორიტეტული საკითხები.

ასევე, დადებითად შეაფასეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. კატარის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

დღის ამბები