27 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს განიხილავს - კანონპროექტს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს ეკა სეფაშვილი აცნობს

პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი აცნობს. ცვლილებებით სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება.

ამავე კანონპროექტით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონს "პასუხის უფლების" შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, "პასუხის უფლება" ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს. კანონპროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.

დღის ამბები