კორონავირუსის პანდემია დასრულებულია - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჯო ბაიდენის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა და ამ მხრივ მუშაობა გრძელდება, თუმცა მსოფლიოში პანდემია აღარ არის.
"თუ ამჩნევთ, არავის უკეთია პირბადე. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია" - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.