27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინაში შეჭრა არის შეცდომა - შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ომს შეცდომად არ თვლის.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინაში შეჭრა არის შეცდომაა- ამის შესახებ  გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა. 

ოლაფ შოლცის განცხადებით, მან პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. კანცლერის განცხადებით, ჯარის გაყვანა არის ერთადერთი გზა, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. 

ამასთან, კანცლერი განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრაზე აზრი არ შეუცვლია, მასთან საუბარი მნიშვნელოვანია.

"მნიშვნელოვანია, ერთმანეთს ვესაუბროთ და ამ საკითხზე ის ვთქვათ, რაც სათქმელია,"-აცხადებს ოლაფ შოლცი. 

ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

 

დღის ამბები