27 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის- სალომე ზურაბიშვილი 

საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერში" წერს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მშვიდობიანი კავკასია არის გზა განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ.

"საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს,"- წერს პრეზიდენტი.

 

დღის ამბები