ომის 204-ე დღე - უკრაინელების კონტრშეტევები გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 400-მდე ოკუპირებული დასახლება გაათავისუფლეს - მათ შორის ხარკოვის რეგიონის სოფელი კისელივკა, რომელიც ქალაქ ხერსონიდან 30 კილომეტრშია. ხარკოვში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.
აფეთქების ხმა ისმოდა კიროვოგრადში. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო დაცვამ შეტევები წარმატებით მოიგერია.
ამავე დროს ცნობილი ხდება კიევში მომხდარი ინციდენტის შესახებ - ავარიაში უკრაინის პრეზიდენტი მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, კოლონას, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკი გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მანქანაში მყოფები ადგილზე შეამოწმა - არცერთ ადამიანს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია. სამართალდამცველები მომხდარს იძიებენ. წინასწარი ვერსიით, ინციდენტს დივერსიასთან კავშირი არ აქვს.