"უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება" – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი. უკვე დაიწყო პენსიების გაცემა, ერთდროულად ხუთი თვის, იმ დროის, რა პერიოდშიც ვერ ვახერხებდით პენსიების დარიგებას ოკუპაციის გამო. ყველა პენსიონერი, რომელიც გათავისუფლებულ რეგიონებში ცხოვრობს, პენსიას მიიღებს. უკრაინა ყოველთვის ასრულებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვმუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ თავისუფალი სამყაროს ყველაზე ძლიერი სუბიექტები, იმისთვის, რომ მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე განსაზღვრული იყოს, ვინ, როგორ და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, მათ შორის სანქციებითა და იარაღის მიწოდებით, თუ უკრაინის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.