27 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ შეტაკებებს, ორივე მხრიდან, 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, ამ დროისთვის, სიმშვიდეა. ბოლო ინფორმაციით, გუშინ მომხდარ შეტაკებებს, ორივე მხრიდან, 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი დაბომბა და მათ "მასშტაბურ პროვოკაციას" უპასუხეს.

თავის მხრივ, ერევანს დივერსიულ აქტებში ადანაშაულებს ბაქო. მოგვიანებით, რუსეთმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო, თუმცა შეტაკებების შესახებ ინფორმაციას კვლავ ვრცელდებოდა.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება. 

დღის ამბები