27 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
მალე რუსთავს მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი ექნება - მშენებლობის პროცესს ქალაქის მერი ადგილზე გაეცნო

მალე რუსთავს მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი ექნება. მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტი, აქტიურ ფაზაშია. 430 კვადრატული მეტრი ფართობის ერთსართულიანი შენობა, მეგობრობის გამზირზე შენდება. მშენებლობის პროცესს, ქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

"რუსთავში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მუნიციპალური სერვისები და მოქალაქეებმა მიიღონ სწრაფი, ეფექტიანი და მათზე ორიენტირებული სერვისი. ეს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი არის მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალიტეტში რეფორმების, რომელიც დაწყებული გვაქვს და აუცილებლად გააუმჯობესებს იმ სერვისებს, რომლებსაც იღებენ ჩვენი თანამოქალაქეები," - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები