ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ეხმიანება. უკრაინის პრეზიდენტი თავდასხმებს ტერორისტულ აქტებად აფასებს. ის წერს, რომ დარტყმები ხდება სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და არა სამხედრო ობიექტებზე.
უკრაინის პრეზიდენტი რუსებს მიმართავს :
„ისევ გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ? კიდევ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ შეგვაშინოთ, გაგვტეხოთ და უკან დაგვახევინოთ? მართლა ვერაფერი გაიგეთ? ვერ გაიგეთ ვინ ვართ?
კარგად წაიკითხეთ ტუჩების მოძრაობით :
გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე. სინათლის გარეშე თუ თქვენ გარეშე?- თქვენ გარეშე. წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენს გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? - თქვენ გარეშე. სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც თქვენი "მეგობრობა და ძმობა". ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით... და თქვენ გარეშე!"- წერს ზელენსკი.